
ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა/ვორქშოფი მომავალი დედებისთვის თემაზე – „ინფორმირებული დასაწყისი: დედების გაძლიერება ჯანსაღი დასაწყისისთვის“. შეხვედრის მიზანი იყო მომავალი დედებისა და მათი ოჯახების გაძლიერება მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციით, რაც ხელს შეუწყობს მშობიარობის პროცესში გააზრებული და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას. ინიციატივა მიმართული იყო არასაჭირო საკეისრო კვეთის პრევენციისკენ და დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებისკენ. პროექტი განხორციელდა JICA (იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო)-ს საქართველოს ოფისის მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში. ვორქშოფს უძღვებოდა მეან-გინეკოლოგი მარიამ ზოიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტი მარიამ ინაიშვილი.
ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებმა იხილეს საქართველოს წამყვანი ექსპერტების მიერ მომზადებული საგანმანათლებლო ვიდეომასალა, მოისმინეს მეან-გინეკოლოგის ლექცია მშობიარობის თანამედროვე მიდგომებისა და უსაფრთხო პრაქტიკების შესახებ, ასევე გაეცნენ საერთაშორისო გამოცდილებას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის მნიშვნელობის განხილვას, როგორც ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების მხარდამჭერ ინსტრუმენტს.
შეხვედრა დასრულდა ინტერაქტიული კითხვა-პასუხის სესიით, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის აქტუალური კითხვები და მიეღოთ პრაქტიკული, პროფესიონალურ ცოდნაზე დაფუძნებული პასუხები.
საინფორმაციო შეხვედრამ ხელი შეუწყო მომავალი დედების ცნობიერების ამაღლებას, მათი ჩართულობის გაზრდას და პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ბუნებრივი და უსაფრთხო მშობიარობის პროცესის მიმართ. შეხვედრა განხორციელდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მცირე საგრანტო საპროექტო სქემის მხარდაჭერით, შეთანხმების ფარგლებში -„საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“.
| უკან |











