
ბსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის პირველკურსელი სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა, ბსუ-ს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის მართვის ცენტრის დირექტორმა მარინა ქორიძემ და მართვის ცენტრის თანამშრომლებმა სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს და უნივერსიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრის ფარგლებში ფაკულტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს უნივერსიტეტის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და გააცნო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ბსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება, რომელზეც ამჟამად, 700-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს.
| უკან |



