საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

უცხოელი სტუდენტების ვიზიტი ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე

სურათი

22 მაისი - ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, ,,Erasmus+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მყოფი უცხოელი სტუდენტები ასოცირებულ პროფესორ ინგა დიასამიძესთან ერთად ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ საქართველოს იშვიათ და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს, ასევე ისპანი II-ის ტორფნარის უნიკალურ ეკოსისტემას, მის ბიომრავალფეროვნებასა და კონსერვაციულ მნიშვნელობას.

2000 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნა მთელ მსოფლიოში მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებრივი ეკოსისტემების მდგრადი მართვის ხელშეწყობას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა