
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ჩართულნი არიან სასტუმრო „შერატონში“ გამართულ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის IX საერთაშორისო კონფერენციაში - „ჯეოანესთეზია 2026". საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, საქართველოს მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მედიცინის, განათლების და მეცნიერების წარმომადგენლები, ასევე სპიკერები საქართველოდან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და ა.შ.
კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯეოანესთეზიის დამფუძნებელმა და „ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის“ პრეზიდენტმა ილია ნაკაშიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და მოწვეულმა სტუმრებმა.
კონფერენცია მულტიდისციპლინურია და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სეფსისის დიაგნოსტიკასა და მართვას ეთმობა.
საერთაშორისო კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2026“ ,,ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის“ ორგანიზებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის და რესპუბლიკური საავადმყოფოს თანაორგანიზებით იმართება.
| უკან |



















