
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს თბილისში, შპს „ტოტალ-შარმ“-ის კლინიკაში სასწავლო-პრაქტიკულ კურსებში მონაწილეობის მისაღებად.
2 დეკემბერი - სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების მე-V სასწავლო წლის სტუდენტებისთვის. თემა: ქირურგიული სტომატოლოგია და ყბა-სახის ქირურგია.
5 დეკემბერი - მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების მე-V და მე-VI სასწავლო წლის სტუდენტებისთვის.
თემა: ესთეტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია: ანატომია, ნაფლეთები და შედეგების ოპტიმიზაცია.კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კადავერ კურსის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში.
კურსი გათვლილია ქირურგიული და სტომატოლოგიური მიდგომების პრაქტიკულად გაცნობისა და ცოდნის გაღრმავებისთვის. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილში.
2026 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით სტუდენტებმა უწდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია ელ. ფოსტაზე eliso.surmanidze@bsu.edu.ge. khachidzenino81@yahoo.com
- სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ ერთი A4 გვერდი)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
- სასწავლო ბარათი
- რეზიუმე - CV
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.totalcharm.ge https://www.facebook.com/totalcharmschool/?locale=ka_GE
| უკან |
