2023 წელს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე არსებული კლინიკური მედიცინის დეპარტამენტი გაიყო 4 დეპარტამენტად:
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მტკიცებითი მედიცინის დეპარტამენტი;
- კრიტიკული მედიცინის დარგობრივი დეპარტამენტი;
- შინაგანი მედიცინის დარგობრივი დეპარტამენტი;
- ქირურგიის დარგობრივი დეპარტამენტი.
შინაგანი მედიცინის დარგობრივ დეპარტამენტს ჩამოყალიბების დღიდან ხელმძღვანელობს პროფესორი სოფიო ბერიძე.
დეპარტამენტში 12 აკადემიური პერსონალია. მათ შორის: 3 პროფესორი, 4 ასოცირებული პროფესორი, 5 ასისტენტ პროფესორი.
- სოფიო ბერიძე - პროფესორი - დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- ვახტანგ ბერიძე - პროფესორი
- ნერიმან ცინცაძე - პროფესორი
- შორენა ვაშაძე - ასოც. პროფესორი
- ბეჟან იაკობაძე - ასოც. პროფესორი
- გიორგი ნიკოლაიშვილი - ასოც. პროფესორი
- ეთერ ჯაყელი - ასოც. პროფესორი
- თამარ ბახტაძე - ასისტენტ პროფესორი
- ნანა ცინცაძე - ასისტენტ პროფესორი
- თამარ პეშკოვა - ასისტენტ პროფესორი
- მირანდა შერვაშიძე - ასისტენტ პროფესორი
- მარიამ მეტრეველი - ასისტენტ პროფესორი
დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული ფაკულტეტზე არსებული თერაპიის, ნერვოლოგიის, ინფექციური სნეულებების, ალერგოლოგია დერმატო-ვენეროლოგიის, კარდიოლოგიის, ფარმაციის და სხვა საგანმანათლებლო კურსების სწავლების პროცესში.
დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, საგრანტო პროექტებსა და სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში.
უკან |