საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

სადოქტორო პროექტები

  1. ინფორმაცია დოქტორანტურაში ჩარიცხვით დაინტერესებული პირებისათვის -  „2025-2026 სასწავლო წელს ბსუ-ს სადოქტორო პროგრამებზე მისაღები კონტიგენტის განსაზღვრის შესახებ“

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 22 ივლისის № 06-01/71 დადგენილებით განისაზღვრა 2025-2026 სასწავლო წელს ბსუ-ს სადოქტორო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტი, კვლევითი პროექტების დასახელება და სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელები (თანახელმძღვანელები), რომლის მიხედვითაც  ბიოლოგიის სადოქტორო საგანამანათლებლო პროგრამაზე განისაზღვრა 2 მისაღები ადგილის ოდენობით.  

1.  სადოქტორო ნაშრომის კვლევითი პროექტის დასახელება - „ინვაზიური თეთრი ბუზების (ოჯახი Aleyrodidae) ბიომრავალფეროვნება, ბიოლოგიური თავისებურებები და გავრცელება საქართველო თურქეთის ტრანსსასაზღვრო ზოლის ეკოსისტემაში“.

სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელი: ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გუგული დუმბაძე. საკონტაქტო ინფორმაცია: dumbadze.guguli@bsu.edu.ge

სავარაუდო სამეცნიერო თანახელმძღვანელი: თურქეთის ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის პროფესორი თემელ გოქთურქი. საკონტაქტო ინფორმაცია: temel.gokturk@artvin.edu.tr

2. სადოქტორო ნაშრომის კვლევითი პროექტის დასახელება - „სამხრეთ კოლხეთის (აჭარა) დაცული ტერიტორიების და ბოტანიკური ბაღის ტყის ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნება და ბიოეკოლოგიური თავისებურებები“.

სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელი: ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნანი გვარიშვილი. საკონტაქტო ინფორმაცია: gvarishvili.nana@bsu.edu.ge

სავარაუდო სამეცნიერო თანახელმძღვანელი: ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო კიკნაძე. საკონტაქტო ინფორმაცია: nino.kiknadze@bsu.edu.ge

დანართი 1

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა