საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

„დავასუფთავოთ მსოფლიო“

სურათი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებმა აქციაში - „დავასუფთავოთ მსოფლიო“ მიიღეს მონაწილეობა და მდინარე ჭოროხის დელტის მიდამოების ზღვის სანაპირო დაასუფთავეს. ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობარი“ ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. საერთაშორისო ინიციატივას საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს, გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამის ინიციატივით და მასში 121 ქვეყანაა ჩართული. საქართველო აქციას 2010 წელს შეუერთდა და ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გარემოს დასუფთავების აქციები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა