საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

,,ბსუ ეკო კლუბი“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნირებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტების ინიციატივით დაარსდა „ბსუ ეკო კლუბი“. კლუბის მიზანია, ახალგაზრდა თაობაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, დამოუკიდებელი, სწორი აზროვნების უნარის ჩამოყალიბება, სხვადასხვა სახის სტიქიური პროცესების შესწავლა–შეფასება, გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება და ჩატარება. 11 ოქტომბერს  კლუბის წევრები ეკო ტურის ფარგლებში იმყოფებოდნენ აჭარისწყლისა და სხალთის ხეობაში, მოინახულეს ბუნებრივ ეკოსისტემებში ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად განვითარებული სუქცესიური პროცესები. მოეწყო დებატები და დაიგეგმა ეკო ტურების მოწყობის შემდგომი მარშრუტები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა