
15 – 16 მაისს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრში გაიმართა ტრენინგი თემაზე: ,,სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები’’ სადაც განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ეფექტური და ინტერპერსონალური კომუნიკაცია, სწავლების ინტერაქტიური მეთოდები, ტესტების შედგენისა და შეფასების წესები, ტუტორიალი-პრობლემაზე დაფაფუძნებული სწავლების (PBL) ძირითადი ელემენტი, ქეისებით სწავლება და შეფასება, სიტუაციური ამოცანები, როლური თამაში, მიზნობრივი წერითი ნაშრომი.
ტრენინგს უძღვებოდნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ნანა შონია, ნატო ქობულაძე, ია ჩხეიძე, რომლებსაც აქვთ ტრენერის შესაბამისი კვალიფიკაცია. ტრენინგში მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: მარინა ქორიძე, რუსუდან ხუხუნაიშვილი, ასოცირებული პროფესორები ლეილა ახვლედიანი, ნინო ლომთათიძე, ნანი გვარიშვილი.
უკან |