
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით დნმ-ის კვირეული გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში პროფესორმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ნაგერვაძემ საჯარო ლექციები წაიკითხეს დნმ-ის აქტუალურ საკითხებზე. პროექტის მონაწილეებმა პრობლემურ ამოცანებზე იმუშავეს. ასევე ახალგაზრდები ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების წესებსა და გრამის წესით შეღებვას გაეცნენ. კვირეულის ეგიდით ფლეშმობი „დნმ-ის რეპლიკაცია“ მოეწყო. პროექტში სტუდენტებთან ერთად, ბათუმისა და ხელვაჩაურის საჯარო სკოლისა და ქართულ-ფრანგული სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
უკან |