საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

შეხვედრა აჭარის უმაღლეს საბჭოში

სურათი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მიმართულების წარჩინებული ქართველი და უცხოელი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და აჭარაში მოღვაწე ღვაწლმოსილი ექიმები ეწვივნენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ ღონისძიების მონაწილეებს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრინციპები გააცნო, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ ახალგაზრდებს აჭარაში მოღვაწე წარმატებული ექიმები - ლამარა კალანდარიშვილი, რამაზ სურმანიძე და აკაკი ბერიძე წარუდგინა. თითოეულმა მათგანმა მომავალ მედიკოსებს გამოცდილება გაუზიარეს და ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. ღონისძიება ერთჯერადი ხასიათის არ არის და შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა