კონკურსის „ეფექტიანი ცვლილებების სესიები“ დასკვნით ეტაპზე ოთხი წარდგენილი სტუდენტური პროექტიდან ორი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) გაუწევს. კონკურსი (WMTR II) პროგრამის ეგიდით ჩატარდა, რომელიც ორ ეტაპს მოიცავდა, პირველი ეტაპის ფარგლებში ღონისძიება უკვე ჩატარდა 9-10 ნოემბერს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ჩაუტარდათ სემინარები და ტრენინგები ნარჩენების მართვის თემაზე. სემინარების შემდეგ, სტუდენტებმა სამუშაო ჯგუფებში მენტორების დახმარებით შეიმუშავეს კონკრეტული პროექტები ნარჩენების მართვის საკითხებზე.
ფაზა II (WMTR II), რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) საქართველოს სამ რეგიონში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, კახეთი და შიდა ქართლი ხორციელდება.
პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ქვეყნის ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. პროექტი ასევე უზრუნველყოფს ნარჩენების ისეთ მართვას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს.
ძირითადი მიმართულებებია:
• ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის განხორციელება
• ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის განვითარება
• ნარჩენების უკანონო განთავსების ჯარიმების სისტემის და სატარიფო პოლიტიკის დახვეწა
• საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
კონკურსი ითვალისწინებს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გარემოსადმი მზრუნველი დამოუკიდებულების განვითარებისათვის და მათ ჩართვას გარემოსდაცვითი კუთხით პოზიტიური ცვლილებების განხორციელების პროცესში.
უკან |