საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

„ნარჩენების მართვა და მისი გამოწვევები“

სურათი

BSU Eco Club-ი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ახორციელებს პროექტს „მწვანე დღეები“, რომლის ფარგლებში 22 აპრილს იგეგმება კონფერენციის - „ნარჩენების მართვა და მისი გამოწვევები“ ჩატარება. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ჩატარდა აჭარის საჯარო და კერძო სკოლებში.  ეკოკლუბის წევრები შეხვდნენ ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის X-XII კლასის მოსწავლეებს. ვიზიტის ფარგლებში დაბა ქედის საჯარო სკოლაში ჩატარდა ლექცია ნარჩენების მართვის პრობლემების შესახებ. ინიციატივას BSU Eco Club–ი პროგრამის ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში ფაზა II–ის (WMTR II) ფარგლებში ახორციელებს CENN USAID–ის მხარდაჭერით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა