ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ეკო კლუბის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კლუბის შექმნის მიზანია გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და თემატური აქტივობების განხორციელება. შეხვედრაზე დაიგეგმა ლექციების, ვორქშოპების, სამოქალაქო აქციების ერთობლივად სისტემატური განახორციელება. პროექტი ხორციელდება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
უკან |