
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების“ 150-საათიანი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. ამ ეტაპზე ხუთი პროგრამის, ბაგა-ბაღის აღმზრდელის, ბუღალტრული აღრიცხვის, ვებპროგრამისტის, ელექტრონული და ციფრული მოწყობილობის დიაგნოსტიკოს-შემკეთებლის და მეფუტკრის პროგრამებზე პროფესიულ გადამზადებას 43 მსმენელი გადის. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
უკან |