პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

პედაგოგიური პროგრამის კურსის განხორციელება დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ,,პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დამტკიცებული პედაგოგიური პროგრამის კურსის განხორციელება დაიწყო. 5 სასწავლო მოდულისაგან შემდგარი პედაგოგიური პროგრამის სრული კურსის  დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ პროფესიული განათლების მასწავლებლის სერტიფიკატები.  პირველ ეტაპზე პედაგოგიურ პროგრამის კურსს გაივლის ბსუ-ს პროფესიული განათლების 24 მასწავლებელი. პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაეროს განვითარების ფონდთან თანამშრომლობით შემუშავდა. პირველი პროფესიული პედაგოგიური კურსის პილოტირება ჩატარდა 2016 წელს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა