
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეორედ ჩაერთო ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების“ სახელმწიფო პროგრამაში. ამ ეტაპზე ბსუ-ში ხორციელდება ხუთი მოკლევადიანი პროგრამა: „ბაგა-ბაღის აღმზრდელი“, ,,ბუღალტრული აღრიცხვა“, ,,ვებ პროგრამისტი“, ,,ელექტრონული და ციფრული მოწყობილობის დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი“, ,,მეფუტკრე“. პროგრამებზე პროფესიულ გადამზადებას გადის 50 მსმენელი. სწავლება ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აღნიშნული პროგრამებით განსაზღვრული შეფასების სისტემის საფუძველზე მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატებს.
უკან |