პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ს პროფესიული განათლების მასწავლებლები მონაწილეობდნენ საგრანტო პროექტების ტრენინგში

სურათი

2025 წლის 28-30 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების მასწავლებლებმა ელენე ოქროპირიძემ და ელენე აბაშიძემ მონაწილეობა მიიღეს პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ „საგრანტო წინადადებების შემუშავებისა და ფონდების მოძიების" ტრენინგ-სემინარში.

ტრენინგს უძღვებოდა პროექტების მართვაში საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი ტრენერი თამთა ხუციშვილი. სასწავლო კურსის ძირითადი ნაწილი მიეძღვნა ერაზმუს+ პროგრამებისა და მათ ფარგლებში საგრანტო განაცხადების მომზადების მეთოდოლოგიას.

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები პროექტების მართვის მიმართულებით. მსგავსი სასწავლო პროგრამები მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის პროფესიული კომპეტენციების განვითარებისა და საერთაშორისო გრანტების მოძიების კუთხით.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა