
1-2 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების მასწავლებლები გიორგი მახარაძე და ანზორ ხიმშიაშვილი იმყოფებოდნენ სამეგრელოში, სადაც მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის პროფესიული განათლების მასწავლებლების დარგობრივი ქსელების სამუშაო შეხვედრაში.
მივლინების ფარგლებში ჩატარდა ვიზიტი სამ ადგილობრივ პროფესიულ სასწავლებელში: შოთა მესხიას სახელობის კოლეჯში (სენაკი), კოლეჯ "ფაზისში" (ხობი) და კოლეჯ "ლაკადაში" (წალენჯიხა).
მივლინების მიზანს წარმოადგენდა სამეგრელოს რეგიონის პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობა.
მივლინების შედეგად გაცნობილი იქნა სამივე კოლეჯის პროფესიული პროგრამების შინაარსი და მიმართულებები, შეფასებულ იქნა პროგრამების შესაბამისობა რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, დათვალიერებულ იქნა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სახელოსნოები და ლაბორატორიები, ასევე იდენტიფიცირებულ იქნა წარმატებული პროგრამები, რომლებიც შესაძლებელია გავრცელდეს სხვა სასწავლებლებში.
მივლინების დროს გამოითქვა ინიციატივა მსგავსი ღონისძიების ორგანიზების შესახებ აჭარის რეგიონში ადგილობრივი პროფესიული სასწავლებლების ჩართულობით. მივლინება ორგანიზებულ იქნა პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.
| უკან |














