
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების პრეზენტაცია. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობების ანგარიშების წარდგენა, შექმნილი რესურსების გაზიარება და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტში ცვლილებების გაცნობა. ღონისძიებაზე განიხილეს სკოლამდელი განათლების რეფორმის მხარდაჭერა, მეთოდოლოგია და კურიკულუმი, კარგი პრაქტიკა და საერთაშორისო პარტნიორობა, ასევე ქოუჩინგი პროფესიული განვითარებისთვის.
შეხვედრას ესარებოდნენ საბავშვო ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების სკოლამდელი განათლების სპეციალისტები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სამინისტროს ექსპერტები. მონაწილეთა შორის იყვნენ ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი მადონა მიქელაძე, ბსუ-ს პროფესიული განათლების მასწავლებლები ნინო თურმანიძე და რუსუდან ცინცაძე.
კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა ჟურნალი "ადრეული განათლება", თარგმნილი პუბლიკაცია "როგორ გამოვიყენოთ ჯგუფური სუპერვიზია" და ფილმები "ზეიმი საბავშვო ბაღში", "ინდივიდუალიზაცია", "გულისხმიერი კომუნიკაციური პარტნიორი". ღონისძიება ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლების ხარისხის ამაღლებას და პროფესიონალების განვითარებას საქართველოში.
უკან |