
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა მადონა მიქელაძემ მონაწილეობა მიიღო პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში.
ღონისძიება გაიხსნა პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მისალმებითა და შესავალი სიტყვით, რომელიც შეეხებოდა სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას. შეხვედრის ფარგლებში განხილვის საგანი გახდა რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი.
მიმოხილული იქნა დარგობრივი უნარების ორგანიზაციების თანამედროვე სტატუსი, არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები. პრეზენტაციების ნაწილში წარმოდგენილი იქნა ადგილობრივი შრომის ბაზრის კვლევის შედეგები, ასევე განხილული იქნა პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ღონისძიებათა განხორციელების მეთოდოლოგია და სხვ.
შეხვედრა ინტერაქციული დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
უკან |