
სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისა და ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში 2025 წელს ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა სტუდენტებისთვის დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები, აგრეთვე უნივერსიტეტის ცხოვრებაში ჩართულობის შესაძლებლობები.
პრეზენტაციების დროს სტუდენტებს ინფორმაცია მიეწოდათ სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებზე, პროფესიული ზრდის მიმართულებით დაგეგმილ ტრენინგებსა და სემინარებზე, დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობებზე, ასევე კულტურულ და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის მიზნად პროფესიულ სტუდენტებთან კომუნიკაციის გაძლიერება, მათი ინფორმირებულობის ამაღლება და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სოციალურ და კარიერულ პროცესებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა განისაზღვრა.
პრეზენტაციები წარადგინეს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ნიკა ფარტენაძემ და სტუდენტთა კარიერული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლევან ტარიელაძემ.
| უკან |





