პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების პრეზენტაცია ეროვნული გვარდიის მე-10 ბრიგადის ჯარისკაცებისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა ბათუმში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცებისთვის.

საპროფორიენტაციო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მიმდინარე საშემოდგომო რეგისტრაციის ფარგლებში გამოცხადებული პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე ბსუ-ს პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებულ საგანმანათლებლო საქმიანობასა და შესაძლებლობებზე.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტში მონაწილეობას იღებს აჭარის რეგიონში მოქმედი 10-ზე მეტი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა