პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

სამუშაო შეხვედრა ახალი პროფესიული პროგრამის „ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში“ განვითარების საკითხებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ World Vision Georgia-სა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს ახალი პროფესიული პროგრამის  „ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში“ შემუშავებისა და დანერგვის შესაძლებლობები.  პროგრამა ხორციელდება პროექტის „მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან World Vision Austria, World Vision Georgia და EEC Georgia - თანამშრომლობით, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია საქართველოში მწვანე უნარებისა და მდგრადი ბიზნეს პრაქტიკების განვითარება. მის ფარგლებში საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ხელს უწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პარტნიორი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფორმალური და არაფორმალური კურსების განხორციელებას პროექტით გათვალისწინებულ რეგიონებში.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

თამარ კიკვაძე - World Vision საქართველოს პროექტის კოორდინატორი;

ჯულიან ვოლი - World Vision ავსტრიის პროექტის მენეჯერი;

ნიკოლოზ მესხიშვილი - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მამუკა გოგელია - ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი;

ჯილდა აბაშიძე - ცენტრის ხარისხის მართვის მენეჯერი;

ასევე უნივერსიტეტისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი აქტიურად განაგრძობს შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული პროგრამების განვითარებას, ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა