
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ავტორიზაცია 6 წლის ვადით მიენიჭა.
ეს წარმატება ჩვენი პროფესიული განათლების მასწავლებლების, პარტნიორების, თანამშრომლებისა და სტუდენტების შრომისა და ერთგულების შედეგია.
მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან პროცესში: ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს, ექსპერტებს და უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარს.
| უკან |
