
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე, ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორთან ერთად პროფესიული განათლების მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების მიმართულებით ბსუ-ს სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების და პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმების და სიახლეების გაცნობას, ასევე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც, პროფესიული განათლების მასწავლებლებმა განიხილეს პროფესიულ სტუდენტთა სასწავლო პროცესში ჩართულობისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხები და დაიგეგმა განსახორციელებელი აქტივობები.
შეხვედრას ბსუ-ს რექტორის მოადგილე სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით გიორგი ქათამაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ დუნდუა და ცენტრის პერსონალი ესწრებოდნენ.
| უკან |







