
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, პროფესიის შერჩევასა და კარიერის დაგეგმვით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ბანაკი „შენი პროფესიის გზამკვლევი“ ხორციელდება.
ბანაკის ფარგლებში, მონაწილეებს პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები, მათ შორის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე ახალგაზრდებს დეტალურად გააცნეს მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამები და ის შესაძლებლობები, რომლებსაც უნივერსიტეტი მათ პროფესიული განვითარებისთვის სთავაზობს.
ბანაკის პროგრამა მოიცავს სპეციალურ ტრენინგებს, რომლებიც მონაწილეებს საკუთარი ინტერესების, უნარებისა და პოტენციალის უკეთ შეფასებაში ეხმარება. ამასთანავე, ახალგაზრდები ეცნობიან კარიერის დაგეგმვის თანამედროვე მიდგომებსა და შრომის ბაზარზე არსებულ ტენდენციებს.
| უკან |



