პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

საჯარო ლექცია და გასვლითი ვიზიტი თემაზე: „ბათუმის ეკოლოგიური გამოწვევები და ადამიანის ჯანმრთელობა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში ჩატარდა საჯარო ლექცია და გასვლითი ვიზიტი თემაზე „ბათუმის ეკოლოგიური გამოწვევები და ადამიანის ჯანმრთელობა“.

აღნიშნული ღონისძიება გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა, რომელსაც წარუძღვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, გარემოს მეცნიერებისა და ეკოლოგიის მიმართულების მკვლევარი - გუგული დუმბაძე.

ღონისძიებამ ხელი შეუწყო სტუდენტების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, მონაწილეები გაეცნენ ბათუმის ეკოლოგიური მდგომარეობის ძირითად პრობლემებს, სანაპირო ქალაქის განვითარების ეკოლოგიურ შედეგებს, ჩამდინარე წყლების მართვის მნიშვნელობასა და გარემოსდაცვითი რისკების გავლენას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა გარემოს ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე პორტატული აპარატურა, სტუდენტებმა ასევე იმუშავეს ჰაერის ხარისხის ეროვნულ და საერთაშორისო პლატფორმებთან-air.gov.ge და IQAir-რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით.

ლექცია-პრაქტიკული შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილი გასვლითი ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა დაათვალიერეს ადლიის წყალარინების (ჩამდინარე წყლების გამწმენდი) ნაგებობა, სადაც გაეცნენს ბათუმში ჩამდინარე წყლების გაწმენდის თანამედროვე მეთოდებს, მექანიკურ, ბიოლოგიურ და ტექნოლოგიურ ეტაპებს, წყლის ხარისხის კონტროლის სისტემებსა და წყალარინების ინფრასტრუქტურის ეკოლოგიურ მნიშვნელობას ურბანული გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის კონტექსტში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა