
ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე იწყება აპლიკანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულებების გაფორმება.
2026 წლის 08 სექტემბრიდან 2026 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით აპლიკანტების სარეგისტრაციო განაცხადები და დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნეს ელექტრონულად - ბსუ-ს ელფოსტაზე: info@bsu.edu.ge ან/და მატერიალურად - ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში, ლეონიძის #15.
რეგისტრაციისთვის თან უნდა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
აპლიკანტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არასრულწლოვანი/შეზღუდულქმედუნარიანი/მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში - მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა, ასევე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - აპლიკანტის დაბადების მოწმობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას);
აპლიკანტის სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
აპლიკანტის ორი ფოტოსურათი 3X4-ზე (მათ შორის ელექტრონული);
წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი (აღრიცხვას დაქვემდებარებული აპლიკანტების შემთხვევაში);
აპლიკანტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 577 49 19 39.
| უკან |
