პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი EVBB-ის წევრი გახდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი გაწევრიანდა ევროპის პროფესიული განათლების ინსტიტუტების ასოციაციაში (EVBB – European Association of Institutes for Vocational Training).

ეს მნიშვნელოვანი მიღწევა და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ცენტრისთვის, პროფესიული განათლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციის გზაზე!

მიღებული წევრობის სერტიფიკატი ადასტურებს ჩვენს ოფიციალურ გაწევრიანებას ევროპის პროფესიული განათლების ინსტიტუტების ასოციაციაში-EVBB და ქმნის ახალ შესაძლებლობებს:

  • საერთაშორისო პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის;
  • ევროპული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის;
  • სტუდენტებისა და პროფესიული განათლების სპეციალისტებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნისთვის;
  • ერთობლივ პროექტებში, საერთაშორისო ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებში ჩართულობისთვის.

ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, ვამყარებთ საერთაშორისო კავშირებს და ვდგამთ ნაბიჯებს პროფესიული განათლების მომავლისკენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა