საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება 2011 წლიდან. პროგრამების განხორციელების მოქნილი და ეფექტური სისტემის შექმნის მიზნით ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით 2018 წლის 5 ოქტომბრიდან შეიქმნა დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი (შემდეგში - ,,ცენტრი“), რომელსაც ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი.
ცენტრის საქმიანობის მიმართულებებია:
ა) ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვა;
ბ) უწყვეტი განათლება.
პროფესიული პროგრამების მართვის მიმართულებით ცენტრის მიზნებია:
ა) უწყვეტი განათლების მრავალფეროვანი პროგრამების/კურსების დაგეგმვა და განხორციელება აბიტურიენტების, სტუდენტების, უნივერსიტეტის პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, მათი პროფესიული განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი უნარების შეძენის მიზნით;
ბ) შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და მათი ხარისხის უზრუნველყოფა, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებითა და თანამედროვე სტანდარტების დაცვით;
გ) დამსაქმებლებთან, პროფესიულ ასოციაციებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის განვითარება, უწყვეტი განათლების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და პროგრამების ეფექტური განხორციელების მიზნით;
დ) მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპის პოპულარიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და უწყვეტი განათლების პროგრამების ეფექტური ადმინისტრირება.
ცენტრის უწყვეტი განათლების ცალკეული მიმართულების ადმინისტრირება ხორციელდება ამ მიმართულების (აბიტურიენტთა მოსამზადებელი მიმართულება/უცხო ენების შესწავლის მიმართულება/მასწავლებელთა გადამზადების მიმართულება და სხვა) ხელმძღვანელების (შემდეგში - ,,კოორდინატორების“) მიერ. ცენტრის უწყვეტი განათლების მიმართულების მმართველი ორგანოა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებულია რექტორისა (აკადემიურ სფეროში) და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (ფინანსურ სფეროში) წინაშე. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება რექტორის ბრძანებით. საბჭოს თავმჯდომარეა ცენტრის დირექტორი, ხოლო საბჭოს წევრები - ცენტრის უწყვეტი განათლების ცალკეული მიმართულებების კოორდინატორები.
ცენტრის პროფესიული პროგრამების მართვის მიმართულების ადმინისტრირება ხორციელდება ცენტრის დირექტორის და პროფესიული პროგრამების მართვის მიმართულებით დასაქმებული ცენტრის პერსონალის მიერ, საქართველოს კანონმდებლობისა, ცენტრის დებულების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებული ცენტრის პერსონალის სამუშაო აღწერილობის და და ბსუ-ს მართვის ორგანოთა სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად,
ცენტრის მიერ ხორციელდება შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები: 1. საფინანსო სერვისები; 2. ბუღალტრული აღრიცხვა; 3. საბიბლიოთეეკო საქმე; 4. მებაღეობა; 5. საექთნო განათლება; 6. აღმზრდელი
ცენტრის ადმინისტრაციული საქმიანობისა და სასწავლო პროცესის წარმართვისათვის ძირითადად განსაზღვრულია ბსუ-ს N6 კორპუსში (ქ. ბათუმი, ლეონიძის N15) განთავსებული ინფრასტრუქტურა (სამუშაო ოთახები, აუდიტორიები, IT ინფრასტრუქტურა, საერთო სარგებლობის სივრცეები, კომპიუტერული ტექნიკა, ინვენტარი, ავეჯი, სხვა სასწავლო და მატერიალური რესურსი).
ბსუ-ს პროფესიული პროგრამების, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების, უწყვეტი განათლების მიმართულებით პროგრამების/ტრენინგ-კურსების განხორციელების საჭიროებისათვის, პროფესიული სტუდენტების, მსმენელების და პროფესიულ მასწავლებელთა პერსონალისათვის, ბსუ-ს ადმინისტრაცია და ცენტრი უზრუნველყოფს ასევე ბსუ-ს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შემდეგი ფართის/ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას:
ა) ბსუ-ს №1 კორპუსში (ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35 - ს/კ 05.23.03.004) - განთავსებულია აუდიტორიები, ბსუ-ს ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები, ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, სააქტო დარბაზი, საერთო სივრცეები, კომპიუტერული კლასები და სხვა;
ბ) ბსუ-ს №2 კორპუსში (ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. №32-ს/კ 05.23.03.004) - განთავსებულია აუდიტორიები, კომპიუტერული კლასები, ლაბორატორიები, ფაკულტეტების ადმინისტრაციები/დეკანების ოფისები, სპორტული დარბაზი და სხვა;
გ) ბსუ-ს №3 კორპუსში (ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. №32-ს/კ 05.23.03.004) - განთავსებულია ბსუ-ს დამხმარე სტრუქტურული ერთეულები, სტომატოლოგიური კლინიკა ,,ბსუ დენტი“, ფსიქოლოგიის კლინიკა, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, ცენტრები და სხვა;
დ) ბსუ-ს №4 კორპუსში - ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №12-ში მდებარე შენობა (ს/კ 05.24.05.084) - განთავსებულია ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო აუდიტორიები, ადმინისტრაციები/დეკანის ოფისი, ფაბ-ლაბი, საგამოცდო ცენტრი, სტამბის მანქანა-დანადგარების განთავსების ოთახი);
ე) N7 კორპუსში (ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ. N15) - უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი ბსუ-ს სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისათვის;
ვ) პრაქტიკის ობიექტები - შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის განხორციელებისათვის (ბსუ-ს და პრაქტიკის ობიექტებთან გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში და ბსუ-ს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული წესით და განრიგით);
ზ) სხვა საინფორმაციო/ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობა, რაც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი აქტით/ხელშეკრულებით/მემორანდუმით.
ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:
ბსუ-ს ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge) შემდეგ ველში
- https://bsu.edu.ge/sub-54/news/index.html ელექტრონული ფოსტა - vocational@bsu.edu.ge
სოციალური ქსელი - https://www.facebook.com/BSUVocationalPrograms
ცენტრის ადმინისტრაციული საქმიანობისა და სასწავლო პროცესის წარმართვისათვის - ბსუ-ს N6 კორპუსი - ქ. ბათუმი, ლეონიძის N15.
ცენტრის დირექტორი - ბადრი გეჩბაია
ელ-ფოსტა: gechbaia.badri@bsu.edu.ge
ტელეფონი: (+995) 593722115
| უკან |
