ბსუ-ს პროფესორებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის აკადემიური პრემია მიენიჭათ
                            
                             13 ივლისი 2018 წელი
                            
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორებს: მამია ფაღავას (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი და რედაქტორი), მალხაზ ჩოხარაძეს (პროექტის კოორდინატორი), †ემერიტუს-პროფესორ მერი ცინცაძეს, თინა შიოშვილს, შოთა მამულაძეს, რამაზ ხალვაშს, ნუგზარ მგელაძეს; ასოცირებულ პროფესორებს: ზაზა შაშიკაძეს, მაია ბარამიძეს, ჯემალ კარალიძეს,  საქართველოს ისტორიის, ფილოლოგიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დარგში გამოცემული საუკეთესო მონოგრაფიისათვის  „კლარჯეთი“  მიენიჭათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის აკადემიური პრემია.
 
სრულად