ბსუ-ს სტუდენტები, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური კონკურსის-„მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ გამარჯვებული გახდნენ

„ახალგაზრდები მშვიდობისთვის“- ამ სახელწოდებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური კონკურსის „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ გამარჯვება ბსუ-ს სტუდენტებმა - ანა დუმბაძემ და ზეინაბ აკვაზბამ მოიპოვეს, რომლებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო ცენტრის „ახალგაზრდული პლატფორმა მშვიდობის მშენებლობისთვის“ საქმიანობაში არიან ჩართულნი. გამარჯვებულებს გადაეცათ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაარსებული პრემია 3000 ლარის ოდენობით. ამასთან, ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით, გამარჯვებული ახალგაზრდები ქალაქ სტრასბურგში მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე, რექტორმა სტუდენტებს ამ მნიშვნელოვან ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.




