შპს „ბათუმის წყლისა“ და ბათუმის მერიის საკონსულტაციო კომპანიის წამომადგენლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და საინჟინრო ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და საწარმოო პრაქტიკის განხორციელების დეტალები გააცნეს. პრაქტიკანტები კონსულტანტების დახმარებით რამდენიმე თვის განმავლობაში საინჟინრო პროექტირების, პროექტის განხორციელებისა და მშენებლობის ზედამხედველობის საკითხებს შეისწავლიან. სასწავლო პრაქტიკის მონაწილეები კონკურსის წესით შეარჩევიან, უპირატესობა III-IV კურსის კარგი აკადემიური მოსწრებისა და უცხო ენის მცოდნე სტუდენტებს მიენიჭებათ. პროექტი KfW-ის მხარდაჭერით ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და 516613-TEMPUS-1-2011-1-BE-TEMPUS-JPHES - University & enterprise cooperation for competency-based training in Armenia, Georgia and Ukraine.Cap4Com პროგრმების ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა 15 თებერვლამდე ელექტრონულ მისამართზე: lia.davitadze@macsonline.de უნდა გადაგზავნოთ CV და აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმეტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 27 61 72.
უკან |