ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის - NDI-ის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მოეწყო. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციური ფრაქციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ინიციატივა გააცნეს და საკუთარი მოსაზრებები წარუდგინეს. საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელს ეხება, ხოლო მეორე - პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. 4 თებერვალს, საჯარო-საყოველთაო განხილვების დასრულების შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტები განსახილველად პარლამენტს წარედგინება.
უკან |