სამუშაო ძალის განვითარებისთვის განსაზღვრული საკონკურსო წინადადება

საქართველოს მთავრობა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის, მეორე კომპაქტის ფარგლებში განიხილავენ 12-15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის გამოყოფას, რომელიც გაიცემა ღია და გამჭირვალე საგრანტო კონკურსის გზით. კონკურსის ფარგლებში, პირველ ეტაპზე წარიმართება პროფესიული განათლების სექტორში არსებული მდგომარეობის ანალიზი, პრობლემების შესწავლა და საჭიროების გამოვლინება. მეორე ეტაპზე მოხდება პროექტების დეტალური წარდგენა, შეფასება და დაფინანსება. საკონკურსო წინადადების პირველი ეტაპის განხორციელებისთვის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო MCA-Georgia პროფესიული განათლების სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების განსაზღვრის მიზნით იწყებს განცხადების მიღებას.

განაცხადები უნდა მოიცავდეს საინჟინრო, ტექნოლოგიურ, (მშენებლობა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, და ა.შ.), სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, უმაღლეს საგანმაათლებლო დაწესებულებებს, პროფესიულ გაერთიანებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა იურიდიული პირებს, რომლებიც ახორციელებენ ან აპირებენ საქმიანობის დაწყებას პროფესიული სწავლებისა და განათლების უზრუნველყოფის სფეროში.

პროფესიული განათლების განმახორციელებელ ორგანიზაციებს საკონკურსო განაცხადები შეუძლიათ წარმოადგინონ:
1) წინადადებები შრომით ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის, ან არსებული პროგრამების განახლების, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ან არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით.
2) განაცხადები ადამიანური რესურსის გაძლიერების, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და დამსაქმებლებთან არსებული კავშირის გაღრმავების მიზნით.
კონკურსის მეორე ეტაპზე, პროექტები დასაფინანსებლად ადგილობრივი და უცხოელ დამოუკიდებელი ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შეირჩევა.

საკონკურსო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 15 თებერვალი.
საკონკურსო პროექტები ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: call@mcageorgia.ge

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე

  Competitive Grant Facility for Work Force Development

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა