უნივერსიტეტს თბილისის ემრეს თურქული კულტურის ცენტრის დირექტორი ბარიშ დემირი ეწვია. პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორთან, პროფესორ ალიოშა ბაკურიძესთან და თურქული ფილოლოგიისა და თურქეთისმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამების პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. დაიგეგმა აკადემიური პერსონალის სტაჟირების, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო და კულტურული პროექტების განხორციელება. შეთანხმებისამებრ, თბილისის ემრეს თურქული კულტურის ცენტრი ბსუ-ს ბიბლიოთეკას საჩუქრად 3 000-მდე წიგნს გადასცემს.
უკან |