საპასუხო ვიზიტით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გრაცის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. რუსეთის აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის მცოდნეობის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ტომას კრუსმანი გრაცის უნივერსიტეტის ევროპული სამართალმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ ჰუბერტ ისაკთან და მაგისტრ ბენედიქტ ჰარცლთან ერთად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძესა და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანს ადამ მახარაძეს შეხვდნენ. ქართველი და ავსტრიელი კოლეგები შეხვედრაზე პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ამოქმედებასა და ბსუ-ს ბაზაზე საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ,,ევროპული სამართლის” ჩატარების პირობებზე შეთანხმდნენ. ყურადღება გაამახვილეს ასევე სამართლებრივი კვლევების მნიშვნელობაზე, ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების აუცილებლობაზე.
უკან |