ბსუ-ში სტუდენტური სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტების შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ

ბსუ-ში  სტუდენტური სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტების შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის,   ბსუ-ს წესდების მე-15 მუხლის,  ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 26 მარტის N02 გადაწყვეტილების, ,,ბსუ-ს სტუდენტური საპროექტო განაცხადების ფორმებისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს რექტორის 2018 წლის 16 აპრილის N01-08/39 ბრძანების, ,,ბსუ-ს სტუდენტური საპროექტო განაცხადის საბიუჯეტო კლასიფიკაციისა და გასაწევი ხარჯის ზღვრული ოდენობების განსაზღვრის თაობაზე“ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 16 აპრილის N01-11/51  ბრძანების, ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის 2018 წლის 02 მაისის MES 7 18 00510788  მოხსენებითი ბარათის საფუძველზე

ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი ბსუ-ში სტუდენტური სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტების შერჩევის მიზნით. 
  2. სტუდენტური საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტების შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსის საკონკურსო ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) კონკურსანტების მიერ განცხადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა - 2018 წლის 04 მაისიდან  30 მაისის ჩათვლით;

ბ) საკონკურსო კომისიის მიერ პროექტის  შეფასება - 2018 წლის 01 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით;

გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება  ბსუ-ს ვებ-გვერდზე - 2018 წლის 10  ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით;

ვ) გამარჯვებული პრექტის განხორციელება - 2018 წლის 18 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით;

  1. სტუდენტური სამეცნიერო  პროექტების შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსის საკონკურსო ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) კონკურსანტების მიერ განცხადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა - 2018 წლის 03 სექტემბრიდან  31 ოქტომბრის ჩათვლით;

ბ) საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების  შეფასება - 2018 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით;

გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება  ბსუ-ს ვებ-გვერდზე - 2018 წლის 01 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით;

ვ) გამარჯვებული პრექტის განხორციელება - 2019 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით;

  1. სტუდენტური პროექტების რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად, სტუდენტურ პორტალზე - Portal.bsu.edu.ge-ზე. პროექტის ელექტრონულად ატვირთვა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე ერთობლივად, საინიციატივო ჯგუფის/კლუბის/ ან/და სხვა სახის გაერთიანების სახელით. პორტალზე არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში პროექტი ავტომატურად მოიხსენება კონკურსიდან (აღარ გადაეცემა კომისიას განსახილველად, რაც წერილობით ეცნობება პროექტის ავტორს).
  2. პროექტის რეგისტრაციისთვის პორტალზე უნდა აიტვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტები:

ა) ბსუ-ს რექტორის 2018 წლის 16 აპრილის N01-08/39 ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შედგენილი საპროექტო განაცხადი;

ბ) სარეკომენდაციო წერილი (გაწეული რეკომენდაცია უნდა იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ და მასში უნდა იყოს ასახული პროექტის მნიშვნელობა შესაბამისი დარგისთვის/მიმართულებისთვის);

გ) სტუდენტ(ებ)ის ავტობიოგრაფია (CV);

დ) ცნობა აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ე) საინიციატივო ჯგუფის/კლუბის/ ან/და სხვა სახის გაერთიანების სახელით წარმოდგენილი პროექტის შემთხვევაში პასუხისმგებელმა პირმა (შემდგომში ხელმძღვანელმა) აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ამ გაერთიანების ძირითადი მიზნების შესახებ და აგრეთვე ამ გაერთიანების მიერ განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

  1. სტუდენტთა სამეცნიერო პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 3 000 ლარს, ხოლო საგანმანათლებლო, კულტურული ან სპორტული მიმართულების სტუდენტური პროექტის ბიუჯეტი - 5 000 ლარს;
  2. კონკურსის გამოცხადების შესახებ წინამდებარე ბრძანება,  ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 26 მარტის N02 გადაწყვეტილება, ,,ბსუ-ს სტუდენტური საპროექტო განაცხადების ფორმებისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს რექტორის 2018 წლის 16 აპრილის N01-08/39 ბრძანება, ,,ბსუ-ს სტუდენტური საპროექტო განაცხადის საბიუჯეტო კლასიფიკაციისა და გასაწევი ხარჯის ზღვრული ოდენობების განსაზღვრის თაობაზე“ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 16 აპრილის N01-11/51  ბრძანება  საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ განთავსდეს ბსუ-ს ვებგვერდზე  (კონკურსების და სამართლებრივი აქტების ველებში).
  3. ბრძანება სახელმძღვანელოდ და აღსასრულებლად დაეგზავნოს ბსუ-ს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან ერთი თვის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში (ქ. ბათუმი, სტეფანე ზუბალაშვილის №30).
  5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი, ასოცირებული პროფესორი                                                       მერაბ ხალვაში

 

  განაცხადის ფორმები და შეფასების კრიტერიუმები
  ხარჯები
  დაფინანსების წესი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა