ERASMUS MUNDUS-ის მეორე აქტივობის პროექტის „ALRAKIS”-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სამი პოლონელი და ერთი ავსტრიელი სტუდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. უცხოელი სტუდენტები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოადგილეებთან ნათია წიკლაშვილთან, ირაკლი ბარამიძესთან და ფაკულტეტების დეკანებთან გამართულ შეხვედრაზე მასპინძელი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ. ახალგაზრდები სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობისა და ტურიზმის ფაკულტეტებზე ოთხ სასწავლო კურსს ერთი სემესტრის განმავლობაში გაივლიან. ამავე პროექტის ფარგლებში ბსუ-ს ექვსი სტუდენტი სასწავლებლად უცხოეთში იმყოფება, ხოლო ერთი პროფესორი და ერთი დოქტორანტი უახლოეს მომავალში შვედეთსა და ესპანეთში გაემგზავრება.
უკან |