დამატებითი კონკურსი ბსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+-ის პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად

სურათი

გამოცხადდა დამატებითი კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+-ის პროგრამის სტიპენდიის. მობილობის ხანგრძლივობაა 7 დღე და განხორციელდება 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.

სტიპენდია ითვალისწინებს დღიური  და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2018  წლის 11 მაისი 18:00 საათი

მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და საბუთების ორიგინალები წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში, არაუგვიანეს 11 მაისის 18:00 საათისა.

რეგისტრაცია გაიარეთ შემდეგ მისამართზე: http://registration.bsu.ge

საბუთები:


1. პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
2. ცნობა სამსახურიდან (ქართულ ენაზე);
3. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა/სერთიფიკატი - B2 (ინგლისურ ენაზე);
4. Europass CV (ინგლისურ ენაზე);
5. მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
6. მხარდაჭერის წერილი მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).

კონკურსის ეტაპები:

საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესით;
საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

შენიშვნა

აკადემიური პირებისთვის შესაძლებელია Skype-გასაუბრება მიმღებ უნივერსიტეტთან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა