ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტს ხუთდღიანი, საპასუხო ვიზიტით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლილე თანდილავა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თამარ მაჭუტაძე ეწვივნენ. ქართველმა კოლეგებმა რექტორთან, რექტორის მოადგილეებთან და დეკანებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და დაგეგმილი კონფერენციის ჩატარების პირობებზე ისაუბრეს. პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ოთხი სტუდენტი ნახჭევანში ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლის. ოთხმა აზერბაიჯანელმა სტუდენტმა ბსუ-ში გაცვლითი პროგრამით სწავლა გასული წლის დეკემბერში დაასრულეს.
უკან |