საუნივერსიტეტო ლიგა ფუტსალში - პირველი შეხვედრა „ბსუ“-ს გამარჯვებით დასრულდა

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა საუნივერსიტეტო ლიგა ფუტსალში. პირველობა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედარაციის ორგანიზებით ტარდება. რვა ქვეჯგუფად დაყოფილ შეჯიბრში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 32 გუნდი მონაწილეობს. უნივერსიტეტის ნაკრები „ე“ ქვეჯგუფში ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნავიგაციის ინსტიტუტის გუნდებთან ერთად იასპარეზებს. „ბსუ“-სა და „ნავიგაციის“ შეხვედრა ანგარიშით - 6:2, უნივერსიტეტელების გამარჯვებით დასრულდა. შემდეგი თამაში უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში 16 და 30 მარტს გაიმართება და ქვეჯგუფის ორი გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს თბილისში, აპრილში დადგეგმილ ფინალურ თამაშში.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა