პროექტის „უნივერსიტეტი საზოგადოებისათვის“ ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღეები გამართეს. პროექტის მონაწილეებმა აბიტურიენტებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები, სტიპენდიები, პრიორიტეტები, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სოციალური პროგრამები, სწავლის პირობები, უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების გაცვლითი პროგრამები და სიახლეები გააცნეს. ასევე უპასუხეს მომავალი სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს და ბსუ-ს საინფორმაციო ბუკლეტებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
უკან |