
29 მაისს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ფიროსმანის ქ. #12) ინოვაციების ცენტრი გაიხსნება. ცენტრი Erasmus+“-ის საგრანტო პროექტის -„InnoCENS Project“ (Enhacing Innovation Competencesand Entrepreneurial Skillsin Engineering Education - ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში) ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს საინჟინრო სწავლებაში თანამედროვე სამეწარმეო მიდგომების დანერგვას, ინოვაციური კომპეტენციების განვითარებას, სტარტაპებისა და სპინოფების ჩამოყალიბებას.
უკან |