ფრანკოფონიის დღეების ეგიდით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსი ჩატარდა ფრანგულ ენაში. ტესტირებაში ბსუ-ს სტუდენტებთან ერთად აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსის მეორე ეტაპი 22 მარტს, 15:00 საათზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება. გამარჯვებულ კონკურსანტებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ. კონკურსი მიზნად ისახავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ფრანგული ენის პოპულარიზაციას.
უკან |