„დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა“

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში აგრძელებს დევნილთა მგზავრობის ხარჯების დაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში განახლდა განაცხადის ფორმა (იხილეთ მიმაგრებული ფაილი) და პროგრამაში მონაწილეთა კატეგორია, დაფინანსება ეხებათ მხოლოდ 2017 და 2018 წლებში ჩარიცხულ დევნილებს. ცვლილება  შევიდა დოკუმენტაციაში და  ცნობაში ჩარიცხვის წელთან ერთად, უნდა მიეთითოს სწავლის დასრულების თარიღიც.

პროგრამაში მონაწილეთა განაცხადი მიიღება 21 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანცელარია.

ელექტრონული ფორმით განაცხადი მიიღება საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის  სააგენტოს ელმისამართზე: http://info@livelihood.gov.ge

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა