უნივერსიტეტის ღია კარის დღე ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში

სურათი
ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ღია კარის დღე გამართა. აბიტურიენტები და საზოგადოების წარმომადგენლები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამებს, სტიპენდიებს, საუნივერსიტეტო ცხოვრებას, სოციალურ, გაცვლით პროგრამებსა და სიახლეებს გაეცნენ. 2013-2014 სასწავლო წელს ბსუ-ს 40-მდე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე 1075 პირველკურსელი ჩაირიცხება. მათგან ექვსი სასწავლო პროგრამა (ქართული ფილოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა ასტრონომიით, ბიოლოგია, აგრონომია და მშენებლობა) სრული სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდება. ღია კარის დღე კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა: ლუკა ზაქარიაძემ, თამუნა მიქელაძემ, თეონა ჩიტიშვილმა, სოფო პაპუაშვილმა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ტბეთმა“, თანამედროვე ცეკვების ჯგუფმა ,,M style 13”-მა, ქართული ხალხური და საესტრადო სიმღერის ანსამბლებმა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტს, ტელეპროექტის ,,საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულს ლუკა ზაქარიაძეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პოპულარიზაციისათვის დიპლომი გადასცა და სწავლის გადასახადისაგან გაათავისუფლა.
10 მარტი 2013 წელი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა