ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  ჩასარიცხ აპლიკანტთა რეგისტრაცია იწარმოებს 23-24 მაისს, პროფესიული პროგრამების მართვის სამსახურში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის 32/35; საერთო  საცხოვრებლის შენობა; IV სართული; ოთახი #404. ჩასარიცხ აპლიკანტთა სია იხილეთ დანართში.

რეგისტრაციისათვის აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი მოწმობის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) ფოტოსურათი 2 ცალი (3x4), ასევე სურათის ელექტრონული ვერსია (СD დისკი);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);


საკონტაქტო ინფორმაცია:
სამსახურის უფროსი: მამუკა გოგელია
ტელეფონი: 577491939;
ელფოსტა: http://m.gogelia@bsu.edu.ge; profesiuli@bsu.edu.ge
 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა